მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციური სპექტრი და ლობისტები ცდილობენ, რომ საერთაშორისო დონეზე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, მაგრამ საბოლოო ჯამში არაფერი გამოუვათ.
მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს.
"ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილი და მისი ლობისტები თვეების მანძილზე ემზადებოდნენ გუშინდელი დღისთვის, მაგრამ ისეთი უნიჭო სპექტაკლი დადგეს, რომ საზოგადოების თანაგრძნობისა და აღშფოთების ნაცვლად, მიიღეს დაცინვა და სიმულაციაში მხილება.
ამის შემდეგ ცხადია ისინი გადავიდნენ კიდევ უფრო იმაზე, რომ საერთაშორისო დონეზე მაინც დააზიანონ ჩვენი ქვეყნის იმიჯი და ეს ლობისტები ამ მხრივ მუშაობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ - სიმართლე არის ერთი: ამ ადამიანის, როგორც პატიმრის, უფლებები დაცულია და ამ მხრივ კითხვის ნიშნები არ არსებობს" - განაცხადა იონათამიშვილმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press